რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტთა განმარტებით ბოლო 24 საათის განმავლობაში ამბროლაურში, ლენტეხსა და ცაგერში დაინფიცირების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა კი ონის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და დაავადებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ის სოფელ ღების მკვიდრია და სამკურნალოდ თერჯოლის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 159-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 275.148–ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა. აჭარა – 10, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 12, გურია – 10,სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6, კახეთი – 3,მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1,რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.