ღვაწლმოსილ ხელოვანს ოთარ ჭაღალიძეს 70 წლის იუბილე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცა
კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, უხუცესთა ქორეოგრალიული ანსამბლ „ფესვების“ სოლისტს ოთარ ჭაღალიძეს 70 წელი შეუსრულდა.
დამსახურებულ ხელოვანს, საიუბილეო თარიღი შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს წევრ გურამ ზოიძესთან ერთად მიულოცა.
ოთარ ჭაღალიძე სოფელ ჭვანაში, კულტურული ტრადიციების მატარებელ ოჯახში დაიბადა. 1972 წლიდან აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2008 წლიდან დღემდე არის შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ სოლისტი. მან აღადგინა და ახალ თაობებს შემოუნახა წინაპრების აჭარული ფოლკლორის შედევრები და დღესაც შემართებით უზიარებს მის მდიდარ გამოცდილებას ანსამბლის წევრებსა და მომავალ თაობას.
მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებში.
დაჯილდოებულია მედლებით, სიგელებით, დიპლომებითა და პრემიებით.