ვაქცინის დოზები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში უკვე გადანაწილდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 340 დოზა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე გადანაწილებულია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია სპეციალურ ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით განხორციელდება.
“ვაქცინაციას ექვემდებარება მხარის ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
ვაქცინაცია დღეს ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში დაიწყება, რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს- ონში, ცაგერში და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციიის პროცესის დაწყება 18 მარტსაა დაგეგმილი-აცხადებენ მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის- ამცრელი კაბინეტის მედ პერსონალს ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტრენინგები გავლილი აქვთ”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები