ბაღდათის მერია: მუნიციპალიტეტი სტაჟირების პროგრამებში წარმატებით მონაწილეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამებში წარმატებით მონაწილეობს.
სტაჟირების პერიოდში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლის კურსდამთავრებულები საჯარო მმართველობის პრინციპებს ეცნობიან.
ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში სამთვიანი სახელმწიფო პროგრამების სტაჟირება, ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ნინო ბუჩუკურმა გაიარა.
სამთვიანი სასწავლო პროცესის დროს სტაჟიორმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელისგან და მერიის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში მომუშავე სპეციალისტისგან, საჯარო მმართველობის მუშაობის მოდელს და სახელმწიფო პროგრამებს დეტალურად გაეცნო.
ნინო ბუჩუკურს სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ გადასცა და წარმატებები უსურვა.