ვაქცინაციის პროცესი ზუგდიდშიც დაიწყო
ზუგდიდში, რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ერთ-ერთმა პირველმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა გაიკეთა. ნანა ოდიშარიას თქმით, ის თავს მშვიდად გრძნობს და მედიკოსებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
საქართველოში პირველი მედიკოსი, რომელიც “ასტრაზენეკათი” აიცრა, ზუგდიდელი ალერგოლოგი ლანა უბილავაა. მან აცრა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
სამეგრელოში ამ ეტაპისთვის 3100 დოზაა ჩამოტანილი, აქედან ზუგდიდისთვის 1100-ია გათვალისწინებული. ამ დროისთვის ზუგდიდში ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი 40-მა მედიკოსმა გამოთქვა.