თბილისში – 89, იმერეთში – 23, შიდა ქართლში – 12 – კოვიდსტატისტიკა რეგიონებში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 89, იმერეთში – 23, შიდა ქართლში – 12, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 13 730 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 328 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 12, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.