სპორტდარბაზები მუშაობას დღეიდან განაახლებენ
4-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებს. სიახლეა ის, რომ მომხმარებლებს ფიტნეს ცენტრების შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება პირბადის გამოყენებით მოუწევთ, თუმცა ინტენსიური ვარჯიშების დროს მისი მოხსნა დაშვებულია.
ამასთან, დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. რაც შეეხება მომუშავე პერსონალს, მათ დაწესებული რეგულაციების სრულად დაცვა მოუწევთ.