“ისწავლე დასაქმებისთვის” – ონში ახალგაზრდების დასაქმების ხელშესაწყობად სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, ფონდმა „აფხაზინტერკონტმა” (AIC) და რეგიონში დასაქმების ცენრტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩიკვაიძესთან, მერის მოადგილეებთან გიორგი მახათაძესთან და ეკა მაისურაძესთან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფონდ „აგხაზინტერკონტის” მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და ფონდის წარმომადგენლები – მიხეილ ელბაქიძე და ბესარიონ მურუსიძე.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” პრეზენტაციას.
აღნიშნულ პროექტს ფონდი „აფხაზინტერკონტი” (AIC), განათლების განვითარების და დასაქმებისცენტრთან (EDEC) პარტნიორობით – ევროკავშირის მხარდაჭრით ახორციელებს.
36-თვიანი პროექტი „ სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის, საქართველოს ექვს რეგიონში ხორციელდება და მიზნად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
ისწავლე დასაქმებისთის პროექტის ფარგლებში, რაჭა- ლეჩუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს:
1. შეისწავლონ როგორ უნდა მოამზადონ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიონ სასურველი სამსახური;
2. ჩაერთონ პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსებში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას.
3. გაიარონ სტაჟირება წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში;
4. ისარგებლონ კვალიფიცირებული დასაქმების კონსულტანტების დახმმარებით სასურველი სამუშაოს მოძიების პროცესში.
პროექტის ფარგლებში 3240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს მოძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება- გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ცენტრს რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში
მისამართზე: ქ. ამბროლაური, დავით აღმაშენებლის #24
შეხვედრაზე ასევე გაკეთდა ინფორმაცია თვითდასაქმების საკითხებზე და ექსტენციის გზით ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაზე
საუბარი შეეხებოდა ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინოვაციურისისტემების განვითარების ხელშეწყობის, კარგისასოფლო/სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის საკითხს, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანების შემოსავლების გაზრდას და მათი ცხოვრებისდონის ამაღლებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.