ვაქცინაციის პროცესი აჭარაშიც დაიწყო – ნინო ნიჟარაძე ღია ეთერში აიცრა
აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. პირველმა აცრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა.
,,მედპერსონალში არის ძირითადად მზაობა, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, სწორედ ამიტომ მაგალითს მათ ქვეყნის წამყვანი იმუნოლოგები აძლევენ. მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაცია, ამიტომ მოვუწოდებ მედპერსონალს ჩაერთონ ამ პროცესში”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში 9 ვაქცინაციის კაბინეტი მოქმედებს, მათ შორის ოთხი ბათუმში და 5 რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება. დღეს ბათუმში 50-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ჩაიტარებს ვაქცინაციას.