მსახიობები და მოცეკვავეები რეპეტიციებსა და ვარჯიშებს დღეიდან განაახლებენ
დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დღეიდან ნაწილობრივ თეატრებსა და პროფესიულ ანსამბლებსაც შეეხო. მსახიობები და მოცეკვავე-შემსრულებლები რეპეტიციების და ვარჯიშების განახლებას, ინტენსიური ტესტირების შემდეგ, დღეიდან შეძლებენ.
რეგულაციების თანახმად, კულტურის სფეროს პერსონალმა რეპეტიციის დროს პირბადე უნდა გამოიყენოს და დისტანციაც დაიცვას. თეატრები და შემოქმედებითი ანსამბლები საქმიანობას სრულად, მაყურებლების დასწრებით, უკვე 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.