დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდა
დღეიდან საქართველოს მასშტაბით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, აუდიტორიებში საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი სრულად აღადგინონ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა – სტუდენტებს არჩევნის უფლება ჰქონდათ, დარჩებოდნენ ონლაინ სწავლებაზე თუ სწავლას აუდიტორიებში გააგრძელებდნენ. პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება კი ყველა დაწესებულებაში არადისტანციურად ჩატარდება.
განათლების სამინისტრო უნივერსიტეტების ადმინისტრაციას რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.