“თავს ვგრძნობ გადასარევად” – საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა პირველმა დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, კორონავირუსის წინააღმდეგ ასაცრელად, წუხანდელი მონაცემებით, 2000-ზე მეტი ექიმი დარეგისტრირდა და ეს მაჩვენებელი არ არის დაბალი.

“ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამისთვის აუცილებელია ვაქცინაცია. პირველ დღეს 2000-ზე მეტი ჩემი კოლეგაა რეგისტრირებული პირველ ეტაპზე ექიმები აიცრებიან. თავს ვგრძნობ გადასარევად”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, “ასტრაზენეკას” ვაქცინა უსაფრთხოა და მანვე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები