მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებულ გვირაბში მოძრაობა ცალმხრივად პარალიზებულია.
გვირაბის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციამ მომხდარი შემთხვევის გამო მიიღო.
ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ “მერსედესის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გვირაბის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ადგილზე საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს ეკიპაჟები იმყოფებიან.