კასპში მამაკაცი მოკლეს

კასპში, ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველბის ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარს, რომელიც კასპში, სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს, სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად ,,კონტარაა”. იგი ყოფილი მსჯავრდებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა. გარდაცვლილის ნაცნობები მომხდარის ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

როგორც „რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები