აქცია დასრულდა – ნამოხვან ჰესის მოწინააღმდეგეებმა ახალი გეგმა გააჟღერეს
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. ჰესის მოწინააღმდეგეებმა ახალი გეგმა გააჟღერეს. მათი თქმით, რამდენიმე ჯგუფი ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენებს. ხვალ რიონისხეობაში გადაინაცვლებენ და კომპანიას მუშაობის უფლებას არ მისცემენ. მათი თქმით, არ აპირებენ დესტრუქციულ ქმედებას და ამბობენ, რომ ტექნიკას გზას მშვიდობიანი ფორმებით გადაუკეტავენ. ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი აქცია სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. აქციას მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.