“არა გიგანტურ ჰესებს” – ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“არა გიგანტურ ჰესებს”- ამ ლოზუნგით მიმდინარეობს მასშტაბური აქცია ქუთაისში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები, არასამათავრობო ორგანიზაციის წევრები და პოლიტიკოსები ნამოხვან ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამიოწურა, ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება, შეაჩეროს კომპანია “ენკამ” მუშაობა და 100 წლით გასხვისებული ტერიტორია დაუბრუნდეს სახელმწიფოს. აქციის მონაწილეებმა დღესვე ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მშენებლობა არ შეჩერდება. “ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, სიმართლე ჩვენს მხარესაა. მოვითხოვთ, კომპანია “ენკამ” დატოვოს ხეობა და გაუქმდეს განკარგულება, რომლითაც 100 წლით გადაეცა ინვესტორს ტერიტორია. მოთხოვნები უცვლელია, ამასთან ვითხოვთ, ეკონომიკის მინისტრის გადადგომას. ჩვენ არსად გვეჩქარება და ბოლომდე ვიბრძოლებთ”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები