როგორია გომისმთაზე ნაპოვნი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კურორტ გომისმთაზე ნაპოვნი სამი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი, ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” იმყოფება, კლინიკის დირექტორის, დავით მდინარაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სავარაუდოდ, სამივე მათგანს ხვალ გავწერთ. სამივე კონტაქტურია და არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში დავით მდინარაძემ.
ბოხვაურელი ოთხი ახალგაზრდა გომისმთაზე, 11 მარტს წავიდა. 12 მარტს, დილით 112-ში შევიდა შეტყობინება ერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ. 10 საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, დანარჩენი სამი ახალგაზრდა მაშველებმა იპოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები