რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 268-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 274.989 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 16, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით ბოლო 24 საათის მანძილზე ამბროლაურში, ონსა და ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირების აერცერთი დადასტურებული შემთხვევაა, ცაგერის მუნიციპალიტეტში კი მათი რიცხვი 2-ით გაიზარდა-„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ცაგერის მუნიციპალიტეტში დაინფიცირების 2 ახალი ფაქტია და ორივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.
ცნობისთვის-ამ ეტაპზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციას 55 -მდე ადამიანი გადის.