გურიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება

გურიის რეგიონი მზად არის ვაქცინაციის პროცესი სამივე მუნიციპალიტეტში ეროვნული გეგმის შესაბამისად დაიწყოს. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“Გურიის რეგიონში COVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა, აქედან, 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში.
პირველ ეტაპზე ვაქცინაციას დაექვემდებარება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები: როგორც ექიმები, ასევე, კლინიკებში მომუშავე ტექნიკური პერსონალი.
15 მარტიდან ვაქცინაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კლინიკა ,,მედალფა“-ში ოზურგეთის სამედიცინო პერსონალით დაიწყება. 17 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკები.
ვაქცინაცია გაკეთდება ორჯერადად. მეორე აცრა გაკეთდება პირველი ვაქცინაციიდან 8-12 კვირის ვადაში.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უნდა მოახდინოს სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა პირმა სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე: www.booking.moh.gov.ge”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები