აჭარაში კორონავირუსის ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ექიმები აიცრებიან.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ვაქცინაცია ბათუმის ,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში” ჩატარდება.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში – თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები