ზუგდიდში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება.

სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

„ზუგდიდში დავიწყეთ მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს მონაკვეთი ავარიული იყო და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებოდათ. კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, იწყება 16 ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 4 მილიონი ლარი“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ზუგდიდში ბოლო ორი წლის განმავლობაში 110-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები