მარტვილში 11-მდე საფლავი გაძარცვეს
მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში საფლავები გაქურდეს. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” სოფელში მერის წარმომადგენლის ასისტენტმა, მამუკა ჯანჯღავამ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, გაქურდულია 11-მდე საფლავი.
ჯანჯღავას თქმით, წაღებულია ძირითადად ალუმინის ფიგურები და საფლავების კარები.
მისივე განმარტებით, ადგილზე სამართალდამცველები უკვე იმყოფებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.