კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე გაიგზავნა. პირველ ეტაპზე “ასტრაზენეკას” 1900 დოზა ცოტა ხნის წინ კახეთში ჩაიტანეს.
რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც “ასტრაზენეკა” სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა, ორშაბათიდან კი იმუნიზაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფოს მედ- პერსონალით დაიწყება და ეტაპობრივად სხვა კლინიკებსაც მოიცავს.
კახეთში, COVID- 19- ზე აცრა რეგისტირებულ 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდება, მათ შორის თელავის ოთხი და საგარეჯოს სამი კლინიკის 1500- მდე მედიკოსს.