ვაქცინის 14080 დოზა უკვე ქუთაისში ჩაიტანეს

“ასტრაზენეკას” ვაქცინა უკვე ქუთაისშია. ვაქცინა სპეციალური ავტომობილით დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში მიიტანეს. სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსთვის სულ განკუთვნილია 14080, უშუალოდ იმერეთისთვის კი 5550 დოზა ვაქცინა, რომლითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. “დასავლეთ საქართველოსთვის მოგვეწოდა 14 080 დოზა ვაქცინა. დღესვე დაიწყება მისი განაწილება, მობილიზებულია რეგიონალური სამსახურები, წავა სამეგრელოს და გურიის მიმართულებით. ხვალ მიეწოდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს და ხვალვე მიეწოდება იმერეთის ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვას. იმერეთისთვის გვაქვს 5550 დოზა ვაქცინა, შესაბამისი ამცრელი კაბინეტებიც მზადა, გავლილი აქვთ ტრენინგები და ორშაბათიდან დავიწყებთ ვაქცინაციას. სამიზნე ჯგუფი სამედიცინო პერსონალი, რომელთა რეგისტრაციაც დაწყებულია. ვაქცინა შენახულია სამაცივრე დანადგარებში”-განაცხადა გიორგიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები