გიორგი სახოკია: დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გომისმთაზე ტრაგიკულად დაღუპული ვაჟა ანდღულაძის გამო

გურიის გუბერნატორმა გიორგი სახოკიამ გომისმთაზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ოჯახს მიუსამძიმრა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გომისმთაზე ტრაგიკულად დაღუპული ვაჟა ანდღულაძის გამო! თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს!“ – წერს გიორგი სახოკია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს 112–ში გომის მთიდან შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მიუხედავად მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. 13 მარტს კი მაშველებმა თოვლიდან ახალგაზრდა კაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები