გოგი მეშველიანი – “ჩვენ, გვაწუხებს ყველა ის საკითხი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია”

საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად  ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბოლნელის” ახალგაზრდებს და სტუდის აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. მათთან ერთად იმსჯელეს  თუ როგორ და რა პირობებში  განაგრძობს ანსამბლი მოღვაწეობას.

ჩვენ, გვაწუხებს ყველა ის საკითხი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში ყველა მოქალაქის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული. კარგად გვაქვს გააზრებული  ქართული ეროვნული ცეკვების  სახალხო ქართული ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიისა და ანსამბლ „ბოლნელის“  მისაღებ პირობებში ფუნქციონირების და ტრადიციების  შენარჩუნების მნიშვნელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის.მუდამ მზად ვართ ნებისმიერი საკითხი სიღრმისეულად განვიხილოდ დაინტერესებულ მხარეებთან”, – განაცხადა გოგი მეშელიანმა

შეხვედრაზე მხარეებმა დასახეს სამომავლოდ სამოქმედო გეგმა,  რათ  ერთად  შეძლონ გამოსავლის გზების ძიებაშეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე ანსამბლი  საქმიანობას განაგრძობს ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები