აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 92 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 2

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 9 პირი, საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 35 819 შეადგინა.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მედიკოსების თქმით, ბათუმის კოვიდ-კლინიკებში ამ პერიოდისთვის მკურნალობას გადის 92 პაციენტი, მათ შორის მართვით სუნთქვაზე იმყოფება 2 ინფიცირებული. კოვიდ-სასტუმროში 29, ხოლო ონლაინ კლინიკაში 78 პირია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები