ქვემო ქართლში, გასულ 24 საათში, კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
“დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 16, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.”,- ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა.