AstraZeneca-ს პირველი პარტია უკვე საქართველოშია
დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა.
UNICEF-ის ინფორმაციით, საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ.
ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამ წუთებში პრესკონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.