თელავში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 პირი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, კრიტიკულია მძღოლის მდგომარეობა, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

თვითმხილველების თქმით, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ავტომობილის მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები