რუსთავის მუნიციპალიტეტს ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო გადაეცა

ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო პროექტისათვის – ,,რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ,,ჩატ ბოტის – სი ბოტის“ შექმნა და ექსპლუატაცია“ გადაეცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს. კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიალს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო. რუსთავის მერმა პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა. სპეციალური ჯილდოები და სიგელები, საუკეთესო პროექტებისთვის რუსთავს, ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულის, გარდაბნის და თელავის მუნიციპალიტეტების მერებს ათეა-ს და პროექტის – N4ED დირექტორმა – დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა – ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს. კონფერენციაის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ქავთარაძემ. საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი- საჯარო მოხელე, ჩატ ბოტი, რუსთავის მერიამ 2020 წლის აპრილში აამუშავა. ჩატბოტი მოქალაქეებს მაქსიმალურად სწრაფად აწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად, მუნიციპალური სერვისების შესახებ. ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით, სი-ბოტს შეუძლია მოქალაქეებს ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით მიაწოდოს. ესენია: საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისი, სამხედრო გაწვევა, მუნიციპალურ ქონებასა და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული, ზედამხედველობის და სხვა საკითხები. სი ბოტი ფლობს და გასცემს საჭირო ცნობებსა და ინფორმაციას კორონა ვისურის შესახებაც. ჩატ ბოტი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელ facebook-ზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან მესენჯერის საშუალებით დაიწყოს მიმოწერა. პროექტი ქალაქის მერიამ, რუსთავის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები