ლანჩხუთის მერი საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მათთან ერთად ბოლო პერიოდში covid-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხი განიხილა. ამ დროისთვის 13 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ მუნიციპალიტეტში 1659 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1539 გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 17 პაციენტი. აქტიური შემთხვევაა 108, კლინიკაში იმყოფება -25, ბინაზე-72, ხოლო კოვიდსასტუმროში -6.

როგორც ცნობილია, 13 მარტს  ,,ასტრაზენეკას” ვაქცინა საქართველოში შემოდის. ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთში შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ „ცივი ჯაჭვის” პრინციპი შენარჩუნებული იყოს.

პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ,,ასტრაზენეკას”  ვაქცინით 43 200 ადამიანი აიცრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები