ცაგერში მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩია
ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ორბელის,ღვირიშის,ჩქუმის და ზუბის თემების მოსახლეობას შეხვდნენ. ხმათა უმრავლესობით განსახორციელებელი პროექტები შეირჩა. თემებში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებმა თავიანთ დასახლებებში სანიაღვრე არხების, გარე განათების, წყალსადენის სისტემის, შიდა სასოფლო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია აირჩიეს.
ცნობისთვის-ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 1 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა.