ამბროლაურში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურში კოსტავას ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და პროექტით გათვალისწინებულ სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ ლოკაციაზე კინოსტუდიის ყოფილი შენობა (ამჟამად საბანკეტო დარბაზი) მდებარეობს და პროექტის ფარგლებში აღნიშნული შენობის რესტავრაცია ისე ხორციელდება, რომ შენობის პირვანდელი იერ-სახე მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები