“ კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება” – ნათია თურნავა

ამ წუთებში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს  ხვდებიან. შეხვედრას ორივე მხარის მიერ მოწვეული ექპერტები ესწრებიან. როგორც აუდიენციის დასაწყისში თურნავამ განაცხადა, რამდენიმა სიახლეა პროექტთან დაკავშორებით. მინისტრის თქმით, სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა მშენებელ კომპანია “ენკასთან” და შეთანხმდნენ რამდენიმე პუნქტზე:
კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი,სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებს და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს.მანამდე კომპანია იმ ინფრასტრიქტურულ პროექტებს გააგრძელებს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს გადაეცემა.
შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭოროებებს დააფინანსებს. ასევე, დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის ძირითად სოფლებს. მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ხეობის განვითარებისთვის.
კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამუშაოებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული, რათა იქ დასაქმებული ადამიანები უსაფრთხოება მეტად იქნეს დაცული.
შეიქმნება საბჭო, რომელშიც პროფესიონალი ექსპერტები გაერთიანდებიან. ასევე, რიონის მოსახლეობა, იმისთვის რომ გაიზარდოს მოქალაქეების ჩართულობა და გაძლიერდეს ზედამხედველობა ამ პროექტზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები