ონის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელ მეწარმეებს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერმა დავით ჩიკვაიძემ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაციის, საყრდენი კედლების მოწყობის, ხიდების მშენებლობის, მდინარეების კალაპოტის წმენდის, ნაპირსამაგრების, სანიაღვრე სისტემების მოწყობის შესახებ, ასევე შესრულებული სამუშაოების ხარისხზე , დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრას მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.