რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი მედპერსონალს უკავშირდება
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 332-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 274.377-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2″,- ნათქვამია განცხადებაში. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისთა განცხადებით მხარეში გამოვლენილი 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება და ის სამედიცინო მპერსონალს მიეკუთვნება-„მას შემდეგ რაც ცაგერის საავადმყოფოს ერთერთ მედიკოსს ინფექცია დაუდასტურდა, დანარჩენი მედპერსონალის ტესტირება მიმდინარეობს და ამჯერად საავადმყოფოს მედდას დაინფიცირებული“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა.