კახეთში კოვიდინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილი 332 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან 20 კახეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2″,- ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში, 3 634 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები