სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობას აგრძელებს 73 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება ასევე 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 12 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 80 პირი.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს