აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის ფანმავლობაში აჭარაში კოვიდის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
12 მარტის მონაცემებით, რეგიონში კოვიდისგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 19-მა პაციენტმა კი კლინიკა დატოვა.
ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 84 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აჭარაში დღეისათვის 31 ადამიანია კოვიდსასტუმროში, ონლაინ კლინიკაში კი 71 პირია მოთავსებული