პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან: 2002 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ხ., 1999 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ს., 2001 წელს დაბადებული ნ.მ. და 1996 წელს დაბადებული თ.კ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გაქურდვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა სამი პირი აღნიშნული სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მეოთხე ბრალდებული კი, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

“ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები