გომისმთაზე ახალგაზრდა კაცი გაიყინა

კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა კაცი გაიყინა, როგორც “რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, კურორტზე რამდენიმე ახალგაზრდა გუშინ წავიდა.

“ახალგაზრდები არიან წასული, ჩვენი სოფლელები, 30 წლამდე, გუშინ წასულან მანქანით და გომისმთამდე ვერ აუღწევიათ, ერთ-ერთი მათგანი გაყინულა. 3, ან 4 ახალგაზრდაა. ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერი არ ვიცი, ამ დილით დაურეკავთ, სამაშველოსთვის მიუწვდენიათ ხმა. არც ვიცი ვინაა, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, ვერაფერს გეტყვით. ახლა დაბლობში თოვს და მთაზე რა თქმა უნდა, უფრო დიდი თოვლია”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში სოფელ ბოხვაურის დეპუტატმა გელა ჩავლეიშვილმა.

“შემოსულია შეტყობინება რომ გომისმთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი”, – განუცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში “რეგიონულ კვირას”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები