რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია ოთხმა პირმა მიიღო

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში, ბუნებრივი არირით ინტოქსიკაცია ოჯახის 4-მა წევრმა მიიღო. ყველა მათგანი გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, შეყვანის დროს ყველა მათგანი კონტაქტური იყო, გაეწიათ დახმარება და უკვე ბინაზე გაეწერნენ.

ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები