სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენა კი 4 711 გახდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 37 პირი:
ადიგენის – 11 პირი;
ახალციხე – 6 პირი;
ახალქალაქი – 8 პირი;
ბორჯომის – 12 პირი.
გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკაში 16 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 2 პირი გამოჯანმრთელდა.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 628 გახდა.