ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ფაქტზე “რეგიონული კვირისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გარდაცვლილის მეზობელი თამარ კვანტალიანი იხსენებს,
25 წლის ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი ფულის გამოძალვის მიზნით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
“ჩემმა მეზობელმა ირაკლი გოჩელაშვილმა მანქანა გაყიდა, აღებული თანხით მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, ერთ-ერთი მათგანი სუფრიდან მალევე წავიდა. მსხვერპლი და მკვლელი მარტო დარჩნენ და გვიანობამდე სვამდნენ,
ამის შემდეგ შელაპარაკება მოსვლიათ. როგორც ამბობენ, 25 წლის ახალგაზრდა ჩემს მეზობელს ზურგიდან მიპარვია და ბასრი საგნით, რამდენიმე ჭრილობა მიუყენებია, თანხა აუღია და გაქცეულა. ახლობელს Დაუნახავს როგორ მიათრევდა გარდაცვლილს,ალბათ თავიდან მᲝშორება უნდოდა, რომ შეამჩნიეს გაქცეულა ეზოსთან დაუტოვებია სისხლიანი ბიჭი. მკლელიც აქვე ცხოვრობს, ჩვენი ზედა მეზობელია. მეგობრობდნენ, ხშირად ეხმარებოდა ირაკლი მათ ოჯახს “,- ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
შეგახსენებთ, მკვლელობა ქუთაისში 24 თებერვალს მოხდა. შუახნის მამაკაცს სიცოცხლესთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ფაქტთან დაკავშირებით 25 წლის ი. ს. დააკავეს.
მას ბრალი გარნზრახ მკვლელობაში ედება, რაც 7 – 15 წლამდე თავისუფლების აღკვეღას ითვალისწინებს.