მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ლაგოდეხის მერიაში ტრენინგი გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მიწის რეფორმის ფარგლებში, ონლაინ ტრენინგი გაიმართა.  როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ტრენინგზე “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესებისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მუნიციპალურ კომპეტენციებზე გამახვილდა ყურადღება.

მაგივე ცნობით, ტრენინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადების მიზნით გაიმართა, რომელსაც მერის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხზე მომუშავე თანამშრომლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები