გორის მერი გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრებს შეხვდა

გორის ხელოვნების სახლში უფროსკლასელები ფოტოგრაფიასა და მულტიმედიაში პროფესიულ უნარ – ჩვევებს ეუფლებიან. ასევე კინოხელოვნების გამოყენებით ეცნობიან ადამიანის უფლებებს. პროექტს „ალტერ – Space” “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მერიის მხარდაჭერით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ახორციელებს „ალტერ – Space” აშშს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერაა დაფინანსებული. პროექტთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ. „შეხვედრაზე განხილულ იქნა ის საჭიროებები, რასაც პროექტი ითვალისწინებს.მინდა მადლობა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს ასეთი საინტერესო და მოზარდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ისეთ საქმიანობას, რაც ჩვენს მომავალ თაობას წაადგება და მათ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ‘’ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვიმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები