შოთა ნარეკლიშვილმა საქართველო-ლიეტუვას მეგობრობის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან და კულტურის სამსახურის უფროსთან მაია დათუნაშვილთან ერთად საქართველო-ლიეტუვას მეგობრობის მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, თელავს ლიეტუვასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
,,თელავს ლიეტუვის ორ ქალაქთან ანიკშჩიაისა და კიდანიაისთან მეგობრული ურთიერთობები უკვე რამდენიმე წელია აკავშირებს. ჩვენს ქალაქში საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის სკვერიც გავხსენით, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები გვაქვს ლიეტუველ ხალხთან. დღეს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს და ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამ მნიშვნელოვან თარიღს.,, – თქვა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები