რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა მედპერსონალს უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 395-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 274 045-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

სტატისტიკა რეგიონების მიხედვით კი ასე გამოიყურება – დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 28, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტთა განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ერთი ახალი ფაქტი ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანის თქმით, დაინფიცირებული ცაგერის საავადმყოფოს მედიკოსია.

“ცაგერში დაინფიცირების ახალი შემთხვევა რეგიონალური ჯანდაცვის ცაგერის კლინიკის ექიმს უკავშირდება, ის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და ჯერჯერობით სახლში გადის მკურნალობის კურსს. ამ ფაქტის გამო ტესტირებები სხვა მედიკოსებსაც ჩაუტარდათ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ყველას პასუხი უარყოფითია“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები