გურიაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მთავრობის სპეციალურად შექმნილ საიტზე Stopcov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 PCR ტესტით.
11 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 395 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045 -ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები